სამართალი
საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

samart-1-izialaსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული კობა კ. დააკავეს.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაკავებული თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრი“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შეამჩნიეს, რომ კობა კ-ს ტანსაცმლიდან ცეცხლსასროლი იარაღი უჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.