პუბლიკაციები
“ოლიმპიადაზე უარის თქმით ვსჯით სპორტსმენებს და საზოგადოებას!” - ირინა როდნინა საქინფორმს პასუხობს (ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტები ოლიმპიადა-2014-ის დედაქალაქ სოჭში ერთად მუშაობენ)

pol-1-analit-1-mt-rodninaსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. 2013 წლის ნოემბერში ქალაქ სოჭში, პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი - სამხრეთის“ ორგანიზებით, „რეგიონული ჟურნალისტიკის სკოლის“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა. სოჭში რუსეთიდან, მათ შორის - ჩრდილოეთ კავკასიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან მონაწილე ჟურნალისტებთან ერთად, იმყოფებიდნენ მედიის წარმომადგენლები საქართველოდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მათ შორის - საქინფორმის ჟურნალისტი ნატა წერეთელი.

პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებმა დაათვალიერეს უკვე აშენებული და მშენებარე ოლიმპიური ობიექტები და  ცნობილ ჟურნალისტებთან, პიარის სპეციალისტებთან, კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრები გამართეს, მაგალითად - შეხვედრა რუსეთის დუმის დეპუტატთან, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ირინა როდნინასთან.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა საქინფორმის ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

ნატა წერეთელი, საქინფორმი: „ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია გადაწყვეტილება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ. თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს, როგორც რუსეთის ფედრაციის დუმის დეპუტატის, ასევე ოლიმპიური ჩემპიონის თვალსაზრისით - საქართველომ პოლიტიკური თემატიკა დროებით უნდა გადადოს და მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაში თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი მეტწილად პოლიტიკურია და გადაწყვეტილებაც შესაბამისი ვითარების გათვალისწინებით უნდა იქნს მიღებული?“

ირინა როდნინა: „იცით, რა ხდება?! თავიდან, ძველ დროში, როდესაც ოლიმპიური თამაშები საბერძნეთში იმართებოდა, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ომები წყდებოდა. თუ ვინმეს მეტიჩრობა უნდა, ეს უკვე რამდენჯერმე ვნახეთ - ეს ჯერ გააკეთა ამერიკამ, შემდეგ საბჭოთა კავშირმა.

რა მოვიგეთ?! საკუთარი თავი კუთხეში დავაყენეთ. ეს ჩემი პოზიციაა. ოლიმპიადაზე უარის თქმით ჩვენ ვსჯით სპორტსმენებს, რომელთათვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ემზადებიან. თავისებურად ვსჯით ოლიმპიადის დამსწრე საზოგადოებას, რომელიც მოდის იმისათვის, რომ ყველა ქვეყნის მონაწილე იხილოს და ა.შ. ჩემი აზრით, აქ პოლიტიკის ადგილი არ არის.“

ქართველი ჟურნალისტების შეკითხვაზე, ადევნებს თუ არა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამედროვე ფიგურულ სრიალს თვალს და როგორ აფასებს ელენე გედევანიშვილის შანსებს? - ირინა როდნინამ უპასუხა, რომ ფიგურულ სრიალს  აქტიურად აღარ ადევნებს თვალს და, შესაბამისად, გედევანიშვილის შანსებზე ვერ ილაპარაკებს.

po-1-an-1-qvem-rodnina