უცხოეთი
სახელმწიფო კომპანიის გენდირექტორმა რეზო ზანტარიამ მათ ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესახებ მოუთხრო.
ამის შემდეგ დელეგაცია ქალაქ გალის #2 სკოლას ესტუმრა, სადაც 720 ბავშვი სწავლობს. სკოლის დირექტორმა აჰრა კვეკვესკირმა საპატიო სტუმრებს სპორტდარბაზი და საკლასო ოთახები დაათვალიერებინა.
შემდეგ დელეგაცია ქალაქ გალის კულტურის სახლს ეწვია, სადაც სახსრების უკმარისობის გამო სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ცენტრალური რაიონული საავადმყოფო.