სამართალი
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე ელისაშვილი დაასახელა

margvel-elisaSviliსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა და კომისიის თავმჯდომარედ ალექსანდრე ელისაშვილი დაასახელა.

კომისიის შემადგენლობაში იქნებიან კახა კოჟორიძე, თამარ ხიდაშელი, ლია მუხაშავრია, ბასა ჯანიკაშვილი, უჩა ნანუაშვილი, მიტროპოლიტი მამა თეოდორე, ეკა გიგაური, გივი შაჰნაზარი, კოტე ჯანდიერი, ზვიად ქორიძე და ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი.

კომისია ამჟამად მიმდინარე საქმეებზე იმუშავებს და ასევე იმუშავებს თვითონ კომისიის დებულებაზე, რათა ის უფრო დაიხვეწოს და გახდეს ეფექტური“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი წარმომადგენლებით, რომლებიც არ იქნებიან მხარეები, იქნებიან ნეიტრალურები და, ამავე დროს, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკმარისი გამოცდილება ექნებათ“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ,  ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ კომისია შეეცდება, შესაწყალებელ პატიმართა პირველი სია პრეზიდენტს ახალ წლამდე წარუდგინოს.