სამართალი
საგურამოს მოსახლეობას ამცირებენ

mcxetis-sasamartloსაგურამოს მოსახლეობას ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ფართში ცინიკურ ფასს – 5 თეთრს სთავაზობენ. არადა, ამ მიწების საბაზრო ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 25-30 დოლარია.

38 ოჯახი, რომელთა ნაკვეთზეც გაზის მილმა უნდა გაიაროს, შ.პ.ს გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთი წლის განმავლობაში დავობდა.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ამჯერად დავას მხოლოდ 13 ოჯახი აგრძელებს, მათ მცხეთის სასამართლოს მიმართეს და საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავენ. დანაჩენზე შანტაჟი და მუქარა განხორციელდა და გაჩუმდნენ.

საგურამოში მცხოვრებთა თქმით, სახელმწიფო მათ საკუთრების უფლებას უზღუდავს და მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საგურამოში ერთ კვ/მ-ზე 5 თეთრს სთავაზობს, კერძოდ 1000 კვ/მ-ზე 50 ლარს.

დაზარალებული მოსახლეობის თქმით, ეს შეთავაზება იმდენად ცინიკურია, რომ კომენტარიც კი ზედმეტია.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ დავაზე სასამართლო 12 ნოემბერს გაიმართება.