აქტუალური
“ბულგარეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ყველა დონეზე უჭერს მხარს, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენთვის. გარდა ამისა, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას გაეროში, 14 მონიტორით არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ბულგარეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელიც ვილნიუსში დააყენებს საკითხს იმის თაობაზე, რომ ვილნიუსის დეკლარაციაში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა გახდეს რეალური”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კრისტიან ვიგენინის განცხადებით, ბულგარეთი მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების ინიცირებას და მომავალშიც გულმოდგინედ იმუშავებს მის ხელმოწერასა და რატიფიკაციაზე.