რიჩარდ ნორლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, - ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა, სადაც რიჩარდ ნორლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ელჩს საქართველოს მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველო-ამერიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.