აქტუალური
ლევან ბეჟაშვილი: „უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტში განცხადება უნდა შევიმუშავოთ“

beJaSviliსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა"  საქართველოს პარლამენტს განცხადების შემუშავებას სთხოვს. 
"ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტში უნდა შევიმუშავოთ განცხადება, რითაც გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას უკრაინელი ხალხის მიმართ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის განმარტებითაც, რუსეთის მხრიდან დარტყმის ობიექტი უკრაინის შემდეგ საქართველო იქნება, რის გამოც აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. მისივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ ინიციატივას დააყენებს.

„ეს არ იქნება მარტო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, ეს იქნება იმ პროცესების დაგმობა, რომელთაც რუსეთი ახორციელებს", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.