პოლიტიკა
შტეფან ფულე: „თუ საქართველო ერთგული დარჩება იმ ფასეულობების, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ის უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს“

Stefan-fuleსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რაც უფრო ახლოს მივა საქართველო ევროკავშირთან, მით უფრო უკეთ შევძლებთ ჩვენ მის დაცვას, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

„თუ საქართველო ერთგული დარჩება იმ ფასეულობების, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და დაამყარებს კანონის უზენაესობას, არ დაუშვებს შერჩევით სამართალს და ქვეყანაში იქნება თავისუფალი მედია, მაშინ ის უფრო მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს. რაც უფრო ახლოს მივა საქართველო ევროკავშირთან, მით უფრო უკეთ შევძლებთ ჩვენ მის დაცვას. ევროკავშირი კვლავ მზად არის, ასოცირების ხელშეკრულება გააფორმოს უკრაინასთან. თუმცა, ეს საკითხი ახლა თავად უკრაინის გადასაწყვეტია. ჩვენ ასევე ცხადად დავაფიქსირეთ, რომ ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან დიალოგს, რათა განვუმარტოთ მას, თუ რა ბენეფიციები მოაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობას”, – განაცხადა შტეფან ფულემ, რომლის განმარტებით, ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით უკრაინის მსგავს მოთხოვნებს საქართველოს არ დაუწესებს, რადგან ეს ორი სხვადასხვა ქვეყანაა.