საზოგადოება
ნოვრუზ მამედოვი: „ჩვენ უკვე ვაცნობეთ ევროკავშირს, რომ ვერ მივიღებთ ასოცირების ხელშეკრულებას”

novruz-mamedov-saz-1საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის შემდეგ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ორი დღით ადრე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი აზერბაიჯანმა განაცხადა.

შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ ნოვრუზ მამედოვმა გააკეთა, თუმცა რუსეთის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა კატეგორიულად უარყო.

„ჩვენ უკვე ვაცნობეთ ევროკავშირს, რომ ვერ მივიღებთ ასოცირების ხელშეკრულებას. ჩვენ გვინდა, მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელიც სათანადოდ ასახავს აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობის ამჟამინდელ დონეს“, – განუცხადა ტელეარხ „ANS“–ს ნოვრუზ მამედოვმა.