სამართალი
თელავის გამგეობას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

telavis-municipalitetiროგორც საქინფორმს კახეთიდან აცნობეს, „კონსერვატიული პარტიის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ერთჯერადი სოციალური დახმარებების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს.

„თელავის გამგებელი ვასილ დავითაშვილი არჩევნებამდე დაკავებული იყო მხოლოდ პარტიული აქტივის წევრთა დახმარებით, რასაც ის გარემოება ადასტურებს, რომ თელავის ბიუჯეტში თანხები არჩევნების შემდეგ ფაქტიურად აღარ არსებობს. ახლა ასობით ადამიანს, რომლებიც მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის მიმართავენ, უარით ისტუმრებენ,’’ - განაცხადა მოსიაშვილმა.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოპოზიციონერის განცხადებას ტყუილი უწოდეს. გამგეობის თქმით, წელს ერთჯერადი დახმარებებისთვის გამოყოფილი 120 ათასი ლარი უკვე გაიხარჯა და იგი 1 400-მდე გაჭირვებულს გაუნაწილეს.

გამგეობის ინფორმაციას არც თელავის მოსახლეობა ადასტურებს. ისინი მოითხოვენ გამოძიების ჩატარებას და იმის გარკვევას, თუ სად წავიდა მათთვის გამოყოფილი თანხები.