დავით საგანელიძე: „რუსეთი უფრო მეტი ენერგიით შეუდგება საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას“
საქართველო, 25 ნოემბერი,
საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
დავით საგანელიძის განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები გავლენას საქართველოზეც მოახდენს.
„არავინ თქვას, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საბოლოო ჯამში საქართველოზე გავლენას არ მოახდენს! მე არ ვგულისხმობ 28-29 ნოემბრის შედეგებს, როცა პარაფირება მოხდება, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთი წელი, რომელიც ჩვენ მოგვიწევს პარაფირებიდან ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ეს წელი იქნება ძალიან რთული, რადგან რუსეთი, როგორც გამარჯვებული ქვეყანა უკრაინასთან, უფრო მეტი ენერგიით, მეტი თვითდაჯერებით შეუდგება საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას, რაც ჩვენთვის სერიოზული გამოწვევა იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ ის უფრო აგრესიული იყოს”, – განაცხადა დღეს დავით საგანელიძემ.