სამართალი
“საქმე აღძრულია, გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილე სახლში იქნა ნაპოვნი. სახლი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მკვლელობას გამოვრიცხავთ, გამოძიება გრძელდება და რა მოხდა, გამოძიება დაადგენს, შემდეგ ამომწურავ პასუხს გაგცემთ”, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ალექსანდრე დანელია საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ტყვია გულმკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძიებას სსკ 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.