პაატა ზაქარეიშვილი: „რელიგიურ გაერთიანებებთან სახელმწიფოს სამართლებრივ ურთიერთობას უწყებათაშორისი კომისია დაარეგულირებს“
საქართველო, 25 ნოემბერი,
საქინფორმი. მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებასთან სახელმწიფოს სამართლებრივ ურთიერთობას უწყებათაშორისი კომისია დაარეგულირებს,–ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა
პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზაქარეიშვილის განმარტებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქვს, რომელიც საკონსტიტუციო ხელშეკრულებით რეგულირდება, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან სახელმწიფოს არანაირი სამართლებრივი ბმა არ გააჩნია, რაც სხვადასხვა სახის გაუგებრობას იწვევს. “მაგალითად – რამდენად კანონიერი თუ არაკანონიერია ამა თუ იმ საკულტო ნაგებობის მშენებლობა, საიდან იღებენ დაფინანსებას და ა.შ. სწორედ ამ საკითხების მოსაწესრიგებლად შეიქმნა ეს უწყებათაშორისი კომისია”, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.