საზოგადოება
საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 13:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მე-3 რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიამ ახალი წესდება დაამტკიცა და აირჩია ახალი თავმჯდომარე. დღეიდან პარტიას პოლიტსაბჭოს შემცირებული, 12-კაციანი შემადგენლობა ჰყავს:
1. კახა კალაძე
2. ნოდარ ხადური
3. ირინა იმერლიშვილი
4. გიორგი ვოლსკი
5. მანანა კობახიძე
6. ეკა ბესელია
7. თამაზ ავდალიანი
8. დავით საგანელიძე
9. ირაკლი ტრიპოლსკი
10. თემურ ჭკუასელი
11. ირაკლი სესიაშვილი
12. არმაზ ახვლედიანი
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე გახდა. პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი ერთხმად აირჩიეს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პარტიას ირაკლი ღარიბაშვილზე უკეთ ვერავინ წარუძღვება.