პოლიტიკა
კუკავა ახალ ფლანგზე იწყებს ბრძოლას

kukavaოპოზიციონერმა ლიდერმა კახა კუკავამ "კონსერვატიული პარტია" დატოვა და ახალი მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" ჩამოაყალიბა. საქინფორმის ცნობით, კუკავას გარდა, ახალი მოძრაობის ლიდერები ოთარ ჭითანავა, მიმი გაბრიჩიძე და ბეჟან გუნავა იქნებიან.

კუკავას მიერ ახალი მოძრაობის შექმნის შესახებ ინფორმაციას საქინფორმთან საუბარში ზვიად ძიძიგური ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კუკავას ,,კონსერვატიული პარტია’’ არ დაუტოვებია. ძიძიგურის თქმით, უახლოეს დღეებში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი კუკავას ახალი პოლიტიკური აქტივობის მოტივები. ცნობილია, რომ კუკავას "თავისუფალი საქართველო" "ეროვნული საბჭოს" შემადგენლობაში "კონსერვატორებთან" და "ხალხის პარტიასთან" ერთად იქნება. ახალი მოძრაობის ოფისი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსდება.