პოლიტიკა
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ თბილისის მერობის კანდიდატად დავით ნარმანია დაასახელა

polit-3-narmaniaსაქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. 22 ნოემბერს გაიმართა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა.
შეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა იმსჯელეს თვითმმართველობის რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს და მისი მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებებს.

ამასთან, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მერობის კანდიდატად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრის დავით ნარმანიას დასახელების შესახებ.