უცხოეთი
ვეტერანები პრეზიდენტ ანქვაბის გადადგომას ითხოვენ

veteranebi-ucx-2საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. 21 ნოემბერს სოხუმში გაიმართა აფხაზი ხალხის სამამულო ომის ვეტერანთა საგანგებო ყრილობა. ომის ვეტერანებმა ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ნებაყოფლობით გადდგომა მოითხოვეს.

„ამას ნაციონლური უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ანქვაბი ერთხელ მაინც იხელმძღვანელებს ამით“, - ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც საქართველო-აფხაზეთის ომის ვეტერანების ყრილობამ მიიღო.

საგანგებო ყრილობის გამართვისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის საბაბად ანქვაბის მიერ აღმოსავლეთ აფხაზეთის მკვიდრთათვის, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ და, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისათვის აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემის მხარდაჭერა იქცა.