უცხოეთი
ჩირიკბა იმედოვნებს, რომ წლეულს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც 17-18 დეკემბერსაა დაგეგმილი, ამ საკითხს წერტილს დაუსვამს.
„იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც მოხდება და მხარეების ძალისხმევა დადებით შედეგებს გამოიღებს“, - აღნიშნა, თავის მხრივ, ანქვაბმა.
ჩირიკბას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგში აფხაზეთის დეიზოლაციის საკითხის ჩართვა. ამ თემაზე, მინისტრის თქმით, აშშ-ის დელეგაციის მეთაურმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, აშშ ხელს არ შეუშლის აშშ-ში სტუმრობის მოსურნე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემას.