საზოგადოება
ტრანსპორტით სარგებლობის დროს მგზავრობის საფასურზე დაწესებული შეღავათები ,,ბლეფია’’

metromaniტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს დაწესებული შეღავათები რეალურად არ არსებობს. ბარათით სარგებლობის დროს მოქალაქეს პირველ ჯერზე 40 თეთრი ეჭრება, შემდეგზე 30, მესამე და შემდეგი მგზავრობის დროს კი - 20 თეთრი. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქინფორმმა ამასთან დაკავშირებით ცდა ჩაატარა.

ჩვენ ერთი ბარათით, ერთსა და იმავე ტრანსპორტში ორი ბილეთი ავიღეთ, რომლიდანაც ორივე ჯერზე 40 თეთრი ჩამოგვეჭრა. ანალოგიური ხდება მეტროსადგურებშიც. მოქალაქეები თავიანთ ბარათზე ჩარიცხულ თანხის რაოდენობას ვერ აკონტროლებენ, ამიტომაც მათ გაცილებით დიდი თანხა ეჭრებათ ანგარიშიდან, ვიდრე მგზავრობისთვისაა საჭირო. ამ პრობლემით დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე ყოველდღიურად ათობით მოქალაქე რეკავს, მაგრამ ვერაფერს არკვევენ. ფაქტია, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ მგზავრობისთვის დაწესებული გადასახადები არ არის იმის ადეკვატური, რაც რეალურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვისაა საჭირო.