აქტუალური
საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი.
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
ჩემი ხალხის, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
ეჭვგარეშეა, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო წინ წავწევთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, რომელსაც ჯანსაღი საფუძვლები გააჩნია.
მწამს, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდება თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა, რომელიც დღითი დღე იზრდება და ღრმავდება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ მოხარული ვიქნები, თუკი უახლოეს მომავალში გიმასპინძლებთ თურქეთში.
გისურვებთ წარმატებებს ახალ თანამდებობაზე, ხოლო ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი