აქტუალური
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ ვახტანგ კაპანაძეს და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს შეხვდა

aqt-1საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძესა და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ირაკლი ძნელაძეს გაწეული ძალისხმევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი პროფესიონალიზმი კვლავაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება. მანვე წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში გენერალ ვახტანგ კაპანაძეს, რომლის კანდიდატურაც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე განიხილება.

„წარმატებას ვუსურვებ ვახტანგ კაპანაძეს  და ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ მისი სახით ქართულ ჯარს ეყოლება ღირსეული მეთაური“, –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.