თბილისის პროკურორად, სავარაუდოდ, მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნება
საქართველო, 21 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე
ირაკლი ფარცხალაძის დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. როგორც ცნობილია, ყოფილი მთავარი პროკურორი
არჩილ კბილაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს გუშინ დაემშვიდობა.
თანამდებობიდან გადადგა თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილიც, რომლის განცხადება გადადგომის შესახებ კბილაშვილმა 21 ნოემბერს დააკმაყოფილა. თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მაია მწარიაშვილს, სავარაუდოდ, მიხეილ შაყულაშვილი შეცვლის. ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. „არ შემიძლია რაიმე ინფორმაცია ან უარვყო, ან დავადასტურო, ვიდრე ოფიციალურად არ მოხდება ამის გაფორმება“, - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.
მიხეილ შაყულაშვილი 2012 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.