ირაკლი ღარიბაშვილი: „უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ უგზო-უკვლოდ ადამიანები!“
საქართველო, 21 ნოემბერი,
საქინფორმი. უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"სამწუხაროდ და საუბედუროდ საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანის გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში.
ეს არის ძალიან მძიმე საქმეები. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე. ეს არის ჩვენი ტკივილი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, თანამოქალაქეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან შვილებს. მათ სჯერათ, რომ მათი შვილები არიან ცოცხლები, თუმცა სამწუხაროდ ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იქნეს გახსნილი და გამოძიებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.