სამართალი
კახა კუკავა: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ უნდა გაგრძელდეს”

kuki-sam-3საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. 21 ნოემბერს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლედა ამ პროექტთან დაკავშირებით 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი თანხები. საკითხზე მომხსენებელად კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა, გამოვიდა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, პროექტი „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განახლებას, კულტურული მემკვიდრეობის მოვლას და დაცვას ითვალისწინებს, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მომავალშიც და საჭიროა 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნეს შესაბამისი თანხები.

“რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, მას შემდეგ, რაც ბიუჯეტში აისახება პროექტის გაგრძელებისთვის საჭირო თანხები, მის ფორმატზე კომისია აქტიურად იმუშავებს დარგობრივ სამსახურებთან ერთად”, - განაცხადა კახა კუკავამ.