სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

narko-sam-2საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული, წარსულში ხუთჯერ ნასამართლევი ქეთევან ჯ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ქეთევან ჯ. გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში იმ დროს დააკავეს, როდესაც მან საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 37 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია ჰეროინის შემცველი 20,0797 გრ ნარკოტიკი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.