საზოგადოება
დავით ნარმანია: „გუბერნატორებს ფუნქციები გაეზრდებათ“

narmania-davitსაქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ საჭირო ხდება რწმუნებულების დანიშვნის პროცედურების დაწყებაც. კანონის მიხედვით, ჯერ შესაბამისი დებულების პროექტი უნდა დამტკიცდეს, რომელთან დაკავშირებითაც კონსულტაციები დაიწყება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ გუბერნატორებს ფუნქციები ეზრდებათ და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„მოვამზადეთ ეს დებულება და ამ დღეებში გვექნება განხილვა, რომ დავაზუსტოთ ცალკეული ფირმულირებები და დასრულდეს პროცესი, და ამის შემდეგ დაიწყება კონსულტაციები. მას მერე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შევა ძალაში, რწმუნებულები შეასრულებენ იმ პრიორიტეტებს, რომლებსაც მათ სამხარეო საბჭოები დაუდგენენ და ისინი იქნებიან, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების დავალებების შემსრულებლები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.