აქტუალური
ირინე იმერლიშვილი: „საქმეებს რომ გადმოვიბარებ, ვნახავ, ვინ რჩება პოსტზე და ვინ მიდის“

imerlishvviliსაქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ირინე იმერლიშვილი პარლამენტში უკვე აღარ მუშაობს, თუმცა ოფიციალურად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას დღეს აპირებს. სავარაუდოდ, მისი მოთხოვნა მომავალ კვირას დაკმაყოფილდება, რის შემდეგაც იმერლიშვილს უშიშროების საბჭოს მდივნად უკვე პრეზიდენტი დანიშნავს.

ბოკერიას შემცვლელი უწყებაში სერიოზული რეფორმების განხორციელებას აპირებს. უკვე ცნობილია, რომ ირინე იმერლიშვილს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კახიანი ჩაანაცვლებს.

„შერჩეული არ მყავს მოადგილეები, ვინაიდან თავად არ გახლავართ ჯერ დანიშნული, შესაბამისად, როდესაც გადმოვიბარებ საქმეებს, ვნახავ, ვინ რჩება პოსტზე და ვინ მიდის, ვნახავ, რა მდგომარეობაა.  შესაბამისად, შემდეგ მივიღებ საკადრო გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.