პოლიტიკა
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. 9 აპრილის ბაღში გუშინ დიდი ქართველი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის ძეგლი გაიხსნა, რომლის ავტორი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ რამაზ ჩხიკვაძემ ქართულ თეატრში მთელი ეპოქა შექმნა.![]() |