პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ხელი მოაწერა

polit-1-moaweraსაქართველო, 21 ნოემბერი, საქართველო. 2013 წლის 20 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ქვეყნის პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობა მიულოცა:

„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს ახალი მთავრობის თითოეულ წევრს იმ დიდ ნდობას, რაც მათ ქვეყნის პარლამენტმა გამოუცხადა.

ვუსურვებ  ახალ აღმასრულებელ გუნდს წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.