საზოგადოება
ზვიად ძიძიგური : „ამ მთავრობისგან ძალიან დიდ წარმატებებს ველოდებით“

zviad_dzidziguriiსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ეს არის კვალიფიციური ადამიანებისაგან შედგენილი მთავრობა, რომელიც არ შედგება გაბღენძილი წევრებისაგან, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

„ჩვენ ველოდებით ძალიან დიდ და მაღალ წარმატებებს ამ მთავრობისაგან. ეს არის კვალიფიციური ადამიანებისაგან შედგენილი მთავრობა, რომელიც არ არის გაბღენძილი წევრებისაგან შედგენილი. ისინი ბევრს მუშაობენ და ცოტას ლაპარაკობენ თავიანთ გაკეთებულ საქმეზე. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე 6%–მდეა მისული“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსესენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობა 14 საათზე დაიწყო, ხოლო დღის ბოლოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის.
სამთავრობო პროგრამას პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი წარუდგენს.