საზოგადოება
„შევთხოვ უფალს, ისე იღვაწოს ახალმა ხელისუფალმა, რომ გაითვალისწინოს წინა წლების გამოცდილება და აგვარიდოს ბევრი ისეთი რამ, რაც ცუდ მოგონებად დარჩა ჩვენს ერს. იარები ჯერ კიდევ მოუშუშებელია. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი აპათია იყო წელიწად–ნახევრის წინ. თითქოს იმედიც არ ჩანდა, მაგრამ მორწმუნე ადამიანისათვის იმედი ყოველთვის ღმერთია”, – აღნიშნა მეუფემ.
მეუფე იაკობის თქმით, განვლილი წლები იყო პერიოდი, როდესაც ქართველ კაცს უჭირდა საქართველოში დარჩენა და ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ.
„დღეს უკვე მილიონ–ნახევარზე მეტი ქართველი გადახვეწილია საქართველოდან. ეს ძალიან მტკივნეულია, ამით საფრთხე ადგება ჩვენს გენოფონდს, ასევე თუ გავიხსენებთ ათასობით ციხეში მყოფ ადამიანს, რომლებსაც არაადამიანურად ეპყრობოდნენ, ეს იყო შეგნებული გენოციდი. და რა ხდება?! ქართველებს ყრი შენი ქვეყნიდან და უცხოელებს, ზოგი ნამყოფიც არ იყო ჩვენს ქვეყანაში, ისე აძლევ მოქალაქეობას. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს რომ ღმერთი ამ კოშმარს სიხარულით შეგვიცვლის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.