აქტუალური
მიხეილ მაჭავარიანი: „მომავალი პრემიერი კითხვებზე ბრალდებებით და აგრესიით გვპასუხობდა“
machavariani-mixeiliსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. სამთავრობო პროგრამა სამწუხაროდ არის უბრალოდ კარგად დაწერილი სიტყვათა ჯგუფი, რომელსაც უკან არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. სამთავრობო პროგრამა ვერ ასახავს რეალობას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამწუხაროდ ეკონომიკა გაჩერდა, სამუშაო ადგილები შემცირდა და მთავრობას არც წარმოუდგენია კონკრეტული ხედვა, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას. ვცდილობდით გუშინ გაგვერკვია მომავალ პრემიერ–მინისტრთან კონკრეტული საკითხები, ჩვენ გვინდოდა შეგვეთავაზებინა პოზიტიური დღის წესრიგი, როგორ აპირებს ეკონომიკის გაჯანსაღებას, როგორ აპირებს სამუშაო ადგილების შექმნას, როგორ აპირებს იმ სფეროების მოწესრიგებას, რომელზეც ჩვენ ვთვლით, რომ კითხვები დაგროვდა, პასუხად კი ჩვენ ვიღებდით ბრალდებას და ძალიან დიდ აგრესიას“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობა 14 საათზე დაიწყო, ხოლო დღის ბოლოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭს უყრის.