პოლიტიკა
დიდი სკანდალი პატარა ჰოლანდიაში: მიშა აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში! ინტერპოლის წითელი ცირკულარით…

otred-pol-1საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ოფიციალური გვერდი Facebook-ზე უკანასკნელ დღეებში საბოლოოდ გადაიქცა ექსპრეზიდენტის ბოლო ფავორიტისა და პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის სარეკლამო გვერდად, რაც დიდი სკანდალის მიზეზი გახდა  პატარა ჰოლანდიაში - სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მშობლების სახლში, სადაც საქართველოდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორიოდე დღით ადრე გაქცეული მიშა ქართულ მართლმსაჯულებას ემალება.

საქინფორმი იუწყებოდა 17 ნოემბრის ჩანაწერის შესახებ ვიდეოკლიპის - ავლაბრის ცირკის გუმბათქვეშ ხატია ბუნიათიშვილის საცირკო ნომრის - თანხლებით, რომლის გამო ჯამბაზი მიშა 2013 წლის 9 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლის მინის გუმბათზე ავიდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და პიანისტთან მისი სიყვარულის განმასახიერებელი გულებიანი დროშა აღმართა.

 

გუშინ, 18 ნოემბერს კი სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე კიდევ ერთი ჩანაწერი გააკეთა და ხატია ბუნიათიშვილის შესახებ ყველა საქებარი გამოხმაურების ჩამონათვალი განათავსა.

მსოფლიოს ნომერ პირველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ასრულებს შოპენის ნაწარმოებსა და მეგრულ ნანას. ვიდეოში ასევე ასახულია აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ ხიდზე, ხატიას მიერ ვაგიორქომას შესრულების კადრები- ასე დაასათაურა სააკაშვილმა ეს ჩამონათვალი (იხ. ქვემოთ).
• "უდიდესი პიანისტი“ – “Le Figaro”
• "როიალის ახალი დედოფალი“ – “Pianiste”
• "თანამედროვეობის ყველაზე აღმაფრთოვანებელი პიანისტი, რომლის თითოეული ბგერა გულიდან მოდის“ – “The Guardian”
• „ხატია ახალგაზრდული მგზნებარებისა და ამქვეყნიური სიბრძნის საუცხოო შერწყმაა“ – “Financial Times”
• „ხატია თავისი განსაცვიფრებელი ტალანტით, ჭეშმარიტი სილამაზითა და მომაჯადოვებელი ინდივიდუალობით არის სიმბოლო ამისა თუ ვინ გვსურს ვიყოთ ჩვენ ყველანი... ჩვენში ყველაში გარკვეულწილად არის ხატია" - ვივიენ რედინგი, ევროკომისარი.

“ოჰ, შე საცოდავო  გმირო მიჯნურო! არ გეყო, რომ შენი გახმაურებული სასიყვარულო თავგადასავლების გამო, რომელთა წყალობით იძულებული იყავი ხელქვეითებისთვის ყველა დანაშაული გეპატიებინა, ჩვენ იძულებული გავხდით ბავშვებთან ერთად სამარცხვინოდ გავქცეულიყავით საქართველოდან?! არ გეყო, რომ შენი ბოლო ოინის გამო გულებიან დროშასთან დაკავშირებით ჩვენი ოჯახი დასაცინი გახდა და იძულებული ვართ ჩემი მშობლების სახლში დავიმალოთ?! მაგრამ მაინც არ წყნარდები, თანაც ჩვენი ქორწილის 20 წლისთავის მეორე დღეს! თავხედო, თუ დონჟუანობას არ შეწყვეტ, უკან, საქართველოში გაგაგდებ, სადაც ღარიბაშვილი და გლდანის ციხე მოუთმენლად გელოდებიან!” - ხმამაღლა და სამართლიანად გამოთქვამდა აღშფოთებას სანდრა.
P.S. “ჩვენ დავბრუნდებით!”
- დაწერა სანდრა რულოვსმა 17 ნოემბერს, სააკაშვილთან ქორწინების 20-წლიანი იუბილეს დღეს (რომელიც უცნაურად დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინაუგურაციას...) პატარა შენიშვნაში თავის Facebook-გვერდზე. სანდრას და ბავშვების შესახებ, რომლებსაც დაბრუნებას არავინ უშლის და რომლებსაც საქართველოში არაფერი ემუქრებათ, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ მისი “ერთგული” მეუღლე მიშა საქართველოში ნამდვილად დაბრუნდება! ის ექსტრადირებული იქნება საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით...