პუბლიკაციები
სააკაშვილის პროვოკაციული ანდერძი: „2004 წლის შემდეგ საქართველომ სრულად აღიდგინა კონტროლი აჭარაზე, ჯავახეთსა და პანკისზე, რომელიც მანამდე ფაქტობრივად დაკარგული იყო“

1-miSas-anderZiსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. სააკაშვილმა, პრეზიდენტის სასახლის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში ბოლო ჩანაწერი დატოვა ფოტოსურათითურთ.

„3 გარემოება, რომელიც უნდა გვახსოვდეს 2004-2012 წლებში“ - მოკლე, მაგრამ მრავალი შეცდომით სავსე  პროვოკაციული ხასიათის ტექსტი ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ანდერძს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ტექსტი დადებულია ფოტოსურათზე, რომელზეც სააკაშვილი შავ ფონზე სრულ სიმარტოვეში მაგიდასთან ზის და ეს ინტერიერი უფრო ციხის საკანს გვაგონებს: ცარიელ მაგიდაზე მიშას წინ დგას 2 ჭიქა: შავი - ჩაით და თეთრი - წყლით, რომელიც სააკაშვილმა 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძეს პარლამენტში მოჰპარა...

ტექსტი კი შემდეგია:

„3 გარემოება, რომელიც უნდა გვახსოვდეს 2004-2012 წლებში

1.    საქართველოში უფრო დიდი აღმშენებლობა იყო, ვიდრე ნებისმიერ სხვა, იგივე ხანგრძლივობის პერიოდში, მთელი ისტორიის მანძილზე;

2.    სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველო აღიარეს მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად, ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებ კორუმპირებულ ქვეყნად ევროპაში;

3.    2004 წლის შემდეგ საქართველომ სრულად აღიდგინა კონტროლი აჭარაზე, ჯავახეთსა და პანკისზე, რომელიც მანამდე ფაქტობრივად დაკარგული იყო.

თუ ჩვენ ამ სამ, ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას შევინარჩუნებთ და განვავითარებთ, აუცილებლად მოვესწრებით იმას, რომ ვიცხოვრებთ მდიდარ და ერთიან საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილი“

P.S. ისღა დაგვრჩენია, დავამატოთ, რომ სამგლოვიარო ატმოსფეროს ავსებს სააკაშვილის ანდერძის ქვეშ Facebook-ის გვერდის მთელ სიგანეზე მოთავსებული ვიდეოკლიპი - შავი როიალი, რომელზეც პიანისტი - პრეზიდენტის ფავორიტი ხატია ბუნიათიშვილი შავ კოსტიუმში, პრეზიდენტის სასახლის გუმბათქვეშ, რომელზეც სახელმწიფო დროშის ნაცვლად “გულებიანი დროშა” ფრიალებს, ტირილით უკრავს მინორულ მუსიკას, რომლის ფონზე ნაჩვენებია ეპიზოდები სააკაშვილის უღირსი ცხოვრებიდან, რომლებმაც ის ლოგიკურ უსახელო დასასრულამდე მიიყვანა.