საქართველოს სამთავრობო დელეგაციის დასწრება სოჭის ოლიმპიადაზე ამ ეტაპზე არ განიხილება
საქართველო, 19 ნოემბერი,
საქინფორმი. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის დასწრება სოჭის ოლიმპიადაზე ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა
ლევან ყიფიანმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე საუბარი არაა ოლიმპიადაზე სპორტის სამინისტროსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლობების გამგზავრების შესახებ“, - აღნიშნა ყიფიანმა.
თუმცა, მინისტრის თქმით, სპორტსმენებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ოლიმპიადაში მონაწილეობა.