საზოგადოება
ალექსი პეტრიაშვილი: „ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს“

1-samitსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა ცნობილია, დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.