საზოგადოება
გენშტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძე ინიშნება?

1-alasania-genStabსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ საქართველოში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ცვლილებები თავდაცვის სამინისტროსაც შეეხება. კერძოდ, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ისევ გენერალური შტაბი დაერქმევა და მის უფროსად ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე დაინიშნება, რომელიც ამჟამად შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის მოადგილეა. სად გადაიყვანენ პოლკოვნიკ ძნელაძეს, რომელსაც ეს თანამდებობა 2012 წლის დეკემბრიდან უკავია, ჯერჯერობით უცნობია.

ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში გენერალური შტაბის უფროსის კანდიდატურის საკითხზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ალასანიამ და უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ისაუბრეს. ჟურნალისტებთან ისინი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

„დამტკიცდება მთავრობა, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს გადაწყვეტს პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდგომ“, - განაცხადა ალასანიამ.

„გენშტაბის უფროსზე ჩამოყალიბდება პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ჯერ უნდა დავამტკიცოთ მთავრობა და შემდეგ იქნება ამაზე მსჯელობა“, - აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.