სამართალი
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა ერთობლივად ჩამოყალიბდეს მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები. მისიის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და იმსჯელებენ ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსური პოლიტიკის საკითხებზე.
სსფ-ის მისიასთან შეთანხმების შემდეგ მთავრობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს პარლამენტს წარუდგენს.