სამართალი
ნოდარ დუმბაძის თოფი მოიპარეს

dumbadzeროგორც საქინფორმს გურიიდან აცნობეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში ცნობილი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი გაძარცვეს. როგორც მუზეუმის თანამშრომლებმა განაცხადეს, მძარცველებმა, რომლებმაც შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს, სანადირო თოფი მოიპარეს, რომელიც, როგორც რელიქვია, მუზეუმში ინახებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, მანანა დუმბაძემ გააკეთა:

„სამარცხვინო ფაქტია, რაც მოხდა. ეს სანადირო თოფი მამას ჩოხატაურში აჩუქეს და მას ძალიან უყვარდა, ამიტომ სახლიდან გამოვიტანეთ და მუზეუმს გადავეცით, ვიღაც გაუნათლებელმა კი მუზეუმი გატეხა და ექსპონატი მოიპარა. სირცხვილია, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს მისსავე სოფელში რომ გაძარცვავენ“.

მუზეუმის თანამშრომლების განცხადებით, მომხადრთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ჩოხატაურის პოლიციამ ყველა საეჭვო პიროვნება უკვე დაკითხა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ასევე გაძარცვეს გალაქტიონ ტაბიძისა და ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმები.