პოლიტიკა
ამ წუთებში მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები პარლამენტარებს შესაბამისი დარგის კომიტეტებში ხვდებიან და სამოქმედო გეგმას აცნობენ. ეს განხილვები დღის პირველ ნახევარში გაგრძელდება. შესვენების შემდეგ კი გაიმართება შეხვედრები უმრავლესობასა და უმცირესობასთან.
ძალოვანი უწყებებისა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები უკვე იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოში. სხდომის დაწყებამდე მათი მხრიდან გაკეთდა განცხადებები იმ პრიორიტეტებზე, რომლებზე მუშაობასაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებენ.