უცხოეთი
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. 17 ნოემბერს, კვირას, ყაზანის აეროპორტში დაშვებისას სამგზავრო თვითმფრინავი Boeing-737-500 ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი 50 ადამიანიდან არავინ გადარჩენილა. ლაინერი ავიაკომპანია “თათარსტანს” ეკუთვნოდა და რეისს მოსკოვიდან ასრულებდა. შინაგან საქმეთა ადგილობრივი სამმართველოს ცნობით, ლაინერი დაშვების დროს აფეთქდა. თუმცა, რუსული სააგენტოები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაშვების დროს, მეორე წრეზე წასვლის მცდელობისას თვითმფრინავი ფრთით მიწას შეეხო. იგივე ვერსიას ადასტურებენ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებაშიც.