სამართალი
ჯეიმს აპატურაიმ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მიულოცა და ქვეყნის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
აგრეთვე, პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან.
დელეგაციის წევრებმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე მიულოცეს და ქვეყნის წინსვლის იმედი გამოთქვეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.