საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

1-azerebi-saz-3საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან გამართა შეხვედრა.
მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალში კიდევ უფრო გააღრმავონ არსებული ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

გიორგი მარგველაშვილი აგრეთვე უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლექსანდრ ვილკულს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი. უკრაინის ვიცე-პრემიერმა პირადად მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ უკრაინა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ორმხრივ აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროში.

1-azerebi-saz-3-qve