საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ჯეიმს აპატურაის, რაჯივ შაჰს და თომას მელიას შეხვდა

1-prez-Sexvda-saz-1საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და, შესაბამისად, ხელისუფლება ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ალიანსს და გადავდგათ შემდეგი, კონკრეტული ნაბიჯი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების გზაზე.
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს ერთგულებას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის.

აგრეთვე გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს რაჯივ შაჰს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
USAID-ის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 
დღეს გამართულ ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ობამა და სახელმწიფო მდივანი ბატონი კერი ძალიან მაღალ პრიორიტეტს ანიჭებენ საქართველოსთან ძლიერი და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რაჯივ შაჰმა.
მანვე ქართველ ხალხს და მთავრობას ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბარება მიულოცა, რაც, მისი თქმით, სტაბილურობისა და დემოკრატიის საფუძველია.

1-prez-Sexvda-saz-1-qvem