აქტუალური
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 17 ნოემბერს, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა.
გუშინ მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი შეუღლების მეოცე წლისთავს აღნიშნავდნენ. ამ იუბილეს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე 20 წლის წინანდელი ფოტოთი და ემოციური ჩანახატით გამოეხმაურა: „ოცი წლის წინ, 17 ნოემბერს მე ვუთხარი მიშას: "დიახ, თანახმა ვარ“. ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივ სამოსში და ერთი ვარდით ხელში... ათი წლის წინ, 2003 წლის ნოემბერში მე ვუთხარი საქართველოს: "დიახ, მე გავაკეთებ ამას". ორდინარული ახალგაზრდა ქალი ექსტრაორდინარული მამაკაცის გვერდით... და სადაც მივდიოდი, ყველაგან ვარდებს მჩუქნიდნენ.