უცხოეთი
საქართველოს მოსახლეობა მეოთხედით შემცირდა

1-ucxx-1საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. 20-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველო 1.5 მლნ ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ მიგრაციის პრობლემებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე დიასპორის მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ სასტუმრო „შერატონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სურგულაძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4.3 მლნ ადამიანს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკაში 4.5 მლნ კაცი იყო რეგისტრირებული, გამოდის, რომ სახელწიფო სუვერენიტეტის მოპოვების შემდეგ ქვეყანა მისი მოსახლეობის მეოთხედმა დატოვა. ამ ნეგატიური მაჩვენებლით ქვეყანა შეიძლება ერთ-ერთ ლიდერად მივიჩნიოთ მსოფლიოში.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ზუსტი ციფრის დასახელება არ შეუძლია. „აღწერა მიმდინარეობს, თუმცა არა ელექტრონული სახით და ბევრი დოკუმენტი დაკარგულიცაა“, - განაცხადა სურგულაძემ, რომლის თქმით, ელექტრონული სისტემა მხოლოდ 2007 წელს იქნა შემოღებული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით.

„ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მიახლოებით ვთქვათ, რომ უცხოეთში გაემგზავრა 1.5 მლნ ჩვენი მოქალაქე“, - აღნიშნა მან.