საზოგადოება
ბაჩო ახალაია ავტომობილთა კოლონამ „მატროსოვის“ ციხიდან სასამართლომდე მიაცილა

1-bachanaსაქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხიდან სააპელაციო სასამართლომდე ბაჩო ახალაია მხარდამჭერების ავტოკოლონამ სიმღერით, შეძახილებითა და საყვირებით მიაცილა. აქციის ორგანიზატორები „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები და  ახალაიას ოჯახის წევრები იყვნენ. მათი თქმით, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა.

ვდარაჯობთ მიწას, მშვიდობას ვიცავთ, მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავთ, ქართული მიწის ღირსეულ შვილებს - ნათელი ხსოვნა სამშობლოს გმირებს, მებრძოლი სული გვარგუნა ღმერთმა, ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს!“ -ისმოდა ავტომანქანებიდან.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ დღეს ჩვენმა "დეპოლიტიზირებულმა" პოლიციამ კოლონაში მდგომი ყველა ავტომობილი დაგვაჯარიმა, თქვენ გაიხარეთ!" - ეს განცხადება "ფეისბუქზე" ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გააკეთა და დასძინა: "მალე კიდევ უფრო დიდ ავტოკოლონის აქციას ვგეგმავთ, აბა თქვენ იცით, შეგივსიათ ბიუჯეტი და ეგ არი".