აქტუალური
გიგა ბოკერიამ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი დატოვა

1-giga-bokსაქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ თანამდებობა დატოვა. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიგა ბოკერიას განცხადებას გადადგომის თაობაზე დღის ბოლომდე დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა, რომლის განმარტებით, გიგა ბოკერიას განცხადება გადადგომის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევიდა.

"უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება შემოსულია და დღის ბოლომდე მოეწერება ხელი", -აღნიშნა  მანჯგალაძემ.

თანამდებობის დატოვებას გეგმავს ბოკერიას ოთხივე მოადგილეც და ამ მოთხოვნით ისინი  უკვე ახალ პრეზიდენტს მიმართავენ. 
გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2010 წლის ნოემბრიდან იყო.