სამართალი
აჭარის რეგიონში სიჩქარის განმსაზღვრელი ახალი რადარები დამონტაჟდა

1-aCaris-sam-3საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის შემდეგ სიჩქარის განმსაზღვრელი 11 ახალი რადარი აჭარის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე განთავსდა: ბათუმში, ქობულეთში, ბობოყვათში, გონიოს ციხესთან, „გეზის“ ტერმინალთან, მახინჯაურში, ხელვაჩაურში.

ახალი რადარები მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება. მათი დამონტაჟება მიზნად ისახავს მაგისტრალებზე მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსდა სიჩქარის შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით გადააჭარბოს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით აჭარის რეგიონში ახალი რადარების მდებარეობის ამსახველ რუკას აქვეყნებს (დაწვრილებით იხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე)